კორონავირუსი

კორონავირუსის გამო მთამსვლელებისთვის ევერესტი დაიხურა

AFP

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დარჩენილი სეზონის განმავლობაში ევერესტის მწვერვალი მთამსვლელებისთვის დაიხურა. გადაწყვეტილება ნეპალის მთავრობამ გამოაცხადა. ისინი 14 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით მწვერვალზე ასვლის ნებართვას აღარ გასცემენთ და ამ პერიოდისთვის უკვე გაცემულ ნებართვებს გააუქმებენ.

მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ჩინეთმა და მწვერვალის ჩრდილოეთ მხარე მთამსვლელებისთვის დახურა.

ნეპალი ევერესტზე ასვლის ნებართვის გაცემისაგან წელიწადში 4 მილიონ აშშ დოლარ შემოსავალს იღებს. ნებართვის მისაღებად 11,000 აშშ დოლარის გადახდა არის საჭირო, თუმცა ნეპალის მთავრობა ფასის გაზრდას გეგმავს. გარდა ამისა, ქვეყნის ტურიზმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მთამსვლელების მიერ დახარჯული თანხა. აკრძალვა მძიმე დარტყმა იქნება შერპებისათვის, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს სწორედ სეზონის განმავლობაში მწვერვალზე მთამსვლელების გიდობა წარმოადგენს. მთამსვლელთა უმეტესობა ამერიკიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩადიან.

ნეპალის მთავრობამ უცხოელებს, რომლებიც გადაუდებელი მიზეზების გამო მაინც გეგმავენ ქვეყანაში ჩასვლას, კარანტინში 14 დღით დარჩენისაკენ მოუწოდებს.

ამჟამად ნეპალში ახალი კორონავირუსის 1 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

კომენტარები