ჯონი დეპი და ვაინონა რაიდერი

ვაინონა რაიდერმა ჯონი დეპი დაიცვა: არასდროს უძალადია ჩემზე და არასდროს უძალადია სხვაზე

0 კომენტარი
ფოტო: shawglobalnew

ამბერ ჰერდმა ჯონი დეპი 2016 წელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ  ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქმარმა შვიდი მილიონი დოლარი გადაუხადა.2018 წელს, გამოცემაში Washington Post ჰერდმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა. დეპმა სასამართლოში  ცილისწამებისთვის უჩივლა, ამის შემდეგ კი იმის დასამტკიცებლად, რომ ამბერ ჰერდმა ქმარზე  ფიზიკურად პირველმა იძალადა, უკანასკნელი კი თავს იცავდა, გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც დალურჯებული სახე და სხვა დაზიანებები აქვს. სასამართლო პროცესი 2020 წლის აგვისტოში გაიმართება. 

48 წლის მსახიობი - ვაინონა რაიდერი ამბერ ჰერდის მხრიდან ჯონი დეპის მიმართ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა:

"ჩემთვის ცნობილია, რაში სდებს ბრალს ამბერ ჰერდი ჯონი დეპს. ჯონის წლების წინ ძალიან კარგად ვიცნობდი. ერთად ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით, და ჩემთვის ოჯახის წევრი და საუკეთესო მეგობარი იყო. ჩვენი ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა იყო ჩემს ცხოვრებაში. ვხვდები, რომ საკუთარი გამოცდილებაც უნდა გავაზიარო. 

რა თქმა უნდა, ამბერთან მის ქორწინებას არ ვიცნობ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გავოგნდი, როდესაც ბრალდების შესახებ გავიგე. იდეა, რომ თითქოს ის მოძალადეა - ჯონისგან ძალიან შორს დგას. მე არ შემიძლია, ეს დავიჯერო.

მას არასდროს უძალადია ჩემზე. არასდროს, არასდროს დავუჩაგრივარ. არასდროს უძალადია სხვებზე, ვისაც ვიცნობდი. მე მას მხოლოდ, როგორც მართლა კარგ კაცს - აღუწერლად მოსიყვარულესა და ძალიან მზრუნველს; კაცს, რომელიც მიცავდა მე და ადამიანებს, რომელიც უყვარს, ისე ვიცნობ. მასთან ერთად თავს ძალიან, ძალიან დაცულად ვგრძნობდი. 

არავის მინდა, მატყუარა ვუწოდო, მაგრამ ჯონისთან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ შემიძლია დავიჯერო რომ ეს საშინელი ბრალდება სიმართლეა. ეს ყველაფერი საშინელი მოსასმენია, როცა მას ისე კარგად იცნობ, როგორც  - მე."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები