კორონავირუსი

“უბრალოდ დაავადებულს ვგავარ” - დენიელ რედკლიფი მისი დაინფიცირების ჭორებს ეხმაურება

Getty Images

დენიელ რედკლიფი ჭორებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მას კორონავირუსი აქვს და თქვა, რომ ის უბრალოდ ყოველთვის დაავადებულივით გამოიყურება.

"გუშინ გადაღებების დროს მაკიაჟის ოთახში შევედი და ვიზაჟისტმა მითხრა, რომ მას თავისმა დისშვილმა მიწერა, რომ მე კორონავირუსი მაქვს. ამის შესახებ მას ჩავეკითხე და ვიზაჟისტმა მაჩვენა ტვიტი, სადაც ეწერა - "დენიელ რედკლიფი გახდა პირველი ცნობილი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი აქვს".

ვფიქრობ, ეს იმიტომ რომ, მე ყოველთვის დაავადებულივით გამოვიყურები, ძალიან ფერმკრთალი ვარ. ეს არის ინტერნეტი, მესიამოვნა რომ მე ამარჩიეს", - თქვა მსახიობმა.

13 მარტის, დილის 07:35 საათის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 134 918 ადამიანი არის დაინფიცირებული. მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 70 395 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილია 4 989 ადამიანი.

კომენტარები