განათლება

მოქალაქეებს lit.ge-ზე განთავსებულ 2 093 ელექტრონულ წიგნზე უფასო წვდომა ექნებათ

https://goodereader.com/

ელექტრონულ წიგნების მაღაზია lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ექნება ამ პლატფორმაზე განთავსებულ 2093 ელექტრონულ წიგნზე - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

არჩეული წიგნები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. მოქალაქეები ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ელექტრონული წიგნებით ისარგებლებენ.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში კორონავირუსის გამო არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

ამ დროისთვის lit.ge-ს ვებსაიტზე წვდომა შეზღუდულია. როგორც ტაბულას განათლების სამინისტროში უთხრეს, მომხმარებლების დიდი რაოდენობის გამო ვებ-გვერდი გადაიტვირთა და მასზე წვდომა მალე აღდგება. 

კომენტარები