ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს მისცემს

ლიბერთი ბანკი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს აწესებს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. 

საშეღავათო პერიოდი შეეხება ყველა სასესხო ვალდებულების მქონე ყველა ფიზიკურ პირს, ასევე, სოციალური სარგოს მიმღებ პირებსაც, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მათ არ ჩამოეჭრებათ სესხის საფასური.

როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესს და ტურისტულ სექტორში გაცემულ ბიზნეს სესხებსაც შეეხება. 

გთავაზობთ ბანკის განცხადებას უცვლელად:

"ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შევთავაზოთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.

დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.*

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად."

მანამდე იგივე გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა.

 

კომენტარები