დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

newstory.ge

დღეიდან, 13 მარტიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. დისტანციური გრაფიკით იმუშავებს ყველა, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს - ამის შესახებ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ფეისბუკ გვერდზე გააკეთეს. 

"დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.
საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს," - ნათქვამია განცხადებაში. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა აღრიცხული. კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 49.

კომენტარები