ეკონომიკა

მთავრობა დასაბრუნებელი დღგ-ს რაოდენობას აორმაგებს - სამთავრობო გეგმა

საქართველოს მთავრობა

მთავრობა 2020 წლის განმავლობაში კომპანიებისთვის დასაბრუნებელი დღგ-ს რაოდენობას აორგამებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისა და ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო გეგმის წარდგენისას ისაუბრა. 

"სახელმწიფოს გადაწყვეტილებით დასაბრუნებელი 600 მილიონის ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც ერთი წლის განმავლობაში დღგ-ს საშუალებით ეკონომიკას 1,2 მილიარდ ლარს ეკონომიკას დაუბრუნებს", — განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ეკონომიკის სტიმულირების ახალი გეგმა ასევე, ითვალისწინებს ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის ოთხი თვით გადავადებას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დასაბრუნებელი დღგ-ს რაოდენობის გაორმაგებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტირებას.

კომენტარები