გივი მარგველაშვილი

გივი მარგველაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

wikipedia

93 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი.

გივი მარგველაშვილი 1927 წელს ბერლინში დაიბადა. მამამისი ტიტე მარგველაშვილი გერმანიაში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. გივი 4 წლის იყო, როდესაც დედა დაეღუპა. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა საოკუპაციო ტერიტორიაზე მოხვედრილი ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, გივი კი ჯერ საკონცენტრაციო ბანაკში, შემდეგ კი საქართველოში გაუშვეს. 

გივი მარგველაშვილი 80-იან წლებში ბერლინში დაბრუნდა სადაც დაიბეჭდა მისი ნაწარმოები: „კაპიტანი ვაკუშის“ 2 ტომი, აგრეთვე რომანები - „მუცალი“, „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები - „გადაუგდებელი ხელთათმანი“, და „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

2011 წლიდან მწერალი თბილისში დაბრუნდა და იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

კომენტარები