ლარის გაუფასურება

ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 20 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 20 მილიონი დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონზე გაცვლითმა კურსმა 2.9936 ლარი შეადგინა.

ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 22 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის გაცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა "მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა". სებ-ში აღნიშნავენ, რომ უწყება იმ შემთხვევაში გადადგამს ნაბიჯებს, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება წნეხი ინფლაციაზე.

პრემიერმინიმისტრი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.

კომენტარები