ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 514-მდე გაიზარდა

McMaster University

ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 85 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში კი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 514-მდე გაიზარდა.

გამოვლინდა ინფიცირების 1,289 ახალი შემთხვევა. ამ დროის მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით 11,364 ადამიანია ინფიცირებული.

გაიზარდა ინფიცირებულებისა და გარდავლილთა რაოდენობა მსოფლიოშიც. 13 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა 138,608 პირს, ხოლო აქედან 70,725 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5,083 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულია 25 პირი.

კომენტარები