კორონავირუსი საქართველოში

ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 000 ლარს გამოყოფს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 000 ლარს გამოყოფს - ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.

ასევე, განცხადებაში ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მათ ბალანსზე არსებული სასტუმრო საკანტინო ზონად გადააკეთოს.

" საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა", - წერს ფეხბურთის ფედერაცია.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 ადამიანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები