კორონავირუსი

ბოლსონარო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა

Jair Bolsonaro/Twitter

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ინფორმაციას ჟაირ ბოლსონარო უარყოფს. როგორც ის ტვიტერზე წერს, მისი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.  

"არ დაუჯეროთ FAKE NEWS-ებს! " - წერს ბოლსონარო. 

"ფოქსნიუსთან" ინფორმაციას უარყოფს ჟაირ ბოლსონაროს შვილიც, ედუარდო ბოლსონარო.

"მედიაში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ტყუიან. თუ ისტორია დადასტურდება ისინი ამბობენ "ხომ გეუბნებოდი!", ხოლო თუ არ დადასტურდება, ეს უბრალოდ ერთით მეტი FAKE NEWS-ი იქნება", - წერს ის.

მანამდე, კორონავირუსი დაუდგინდა ბოლსონაროს პრეს-სპიკერს.  

ჟაირ ბოლსონარო და მისი მდივანი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც ბოლსონაროს მდივანს კორონავურუსი დაუდასტურდა, ტრამპმა თქმა, რომ ეს "არ აშფოთებს".  

დღეს დონალდ ტრამპმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვალ, 14 მარტს, თეთრ სახლში პრესკონფერენცია ჩატარდება, რომლის თემაც კორონავირუსი იქნება.

ბრაზილიაში კორონავირუსით 151 ადამიანი დაინფიცირდა.

კომენტარები