კორონავირუსი

გერმანიაში კორონავირუსით ერთ დღეში კიდევ 693 ადამიანი დაავადდა

NYT

13 მარტის ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსით დაავადება ერთ დღეში, წინა დღესთან შედარებით, კიდევ 693 ადამიანი დაუდასტურდა. 

ამჟამად გერმანიაში ახალი ვირუსით ჯამში 3 062 ადამიანია დაავადებული. გარდაიცვალა 6 პირი.

11 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გერმანიის მოსახლეობის 70% ახალი კორონავირუსით დაავადდება.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. პანდემია დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე მიუთითებს და არა მის სიმძიმეზე. ჯანმო-ში აღნიშნეს, რომ ახალი ვირუსუს წინააღმდეგ, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში გავრცელდა, ბრძოლის ახალი ფრონტის ხაზი ამჟამად იტალია და ირანი იყო.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 5 588 ადამიანი. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 142 320 შემთხვევა, აქედან 70 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახალი ვირუსი 129 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 250 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 2 547 ახალი შემთხვევა. ჯამში იტალიაში Covid 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 17 760-ს მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა - 1266 ადამიანი. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 314, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 63 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები