კორონავირუსი

BLOOMBERG: კორონავირუსის დასადგენი 10-ჯერ სწრაფი ტესტი უკვე არსებობს

COVID-19

Bloomberg-ის ინფორმაციით, Roche Holding AG-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის დასადგენი 10-ჯერ სწრაფი ტესტის მოქმედება ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინსიტრაციამ [FDA] მოქმედად აღიარა.

საუბარია cobas 6800/8800 ტესტზე, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, ევროპაში უკვე ხელმისაწვდომია.

cobas 8800-ს კორონავირუსზე დღეში 4 128 ადამიანის გატესტვა შეუძლია, ხოლო cobas 6800-ს დღეში 1 440 ადამიანის. გამოვიდა, რომ cobas 8800-ს 10-ჯერ უფრო სწრაფია ტესტირებისას, ვიდრე კომპანიის ახლანდელი ტესტი, რომლებსაც ქვეყნები იყენებენ.

გარდა ტესტირების სისწრაფისა, cobas 6800/8800 ტესტების პასუხებს 4 საათში ადგენს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულია 145 993 ადამიანი, გარდაცვლილია 5 440 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 72 553.

კომენტარები