ოკუპირებული აფხაზეთი

COVID-19-ის პრევენციის მიზეზით სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს კეტავს

apsnypress

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ენგურის ჩაკეტავს. მიმოსვლა დღეს, 14 მარტს, 20:00 საათიდან შეწყდება.

ე.წ პრეზიდენტის, ვალერი ბღანბას ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში Covid-19-ის შემთხვევების ზრდაა. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენგურ-ჰესზე დასაქმებულ ადამიანებს.

საქართველოში დღეის, 14 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის დღეს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. NCDC_ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს მესამეული გადაცემაა, რაც ვირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელებას ნიშნავს. საქართველოში გამოვლენილი პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კომენტარები