კორონავირუსი

მადრიდში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Harvard Health

მადრიდში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ონკოლოგიური პაციენტია. 

"იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და კლინიკასთან", - ამბობენ უწყებაში. 

ევროპაში, იტალიის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში ფიქსირდება. ქვეყანაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი 1 500 ადამიანს დაუდასტურდა. დაფიქსირებულია ინფიცირების 5 700 შემთხვევა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები