Netflix

სტრიმინგ სერვისი Netflix კორონავირუსის გამო პროექტებზე მუშაობას შეაჩერებს

Netflix

ახალი კორონავირუსის გამო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტრიმინგ სერვის კომპანია Netflix მიმდინარე პროექტებზე მუშაობას შეაჩერებს.

16 მარტიდან Netflix, ორი კვირით გადაიტანს გადაღებებს, რომლებიც ამერიკისა და კანადის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გაჩერებულ პროექტებს შორის არის სერიალის Stranger Things მეოთხე სეზონი.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 150,678 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 73,753 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 5,620.

რაც შეეხება საქართველოს, 14 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 30 ადამიანი.

 

კომენტარები