იტალიაში COVID-19 კიდევ 3 497 ადამიანს დაუდასტურდა, 175 - დაიღუპა

Forbes

იტალიაში COVID-19 კიდევ 3 497 ადამიანს დაუდასტურდა, კიდევ 175 - დაიღუპა.

მთლიანობაში იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 21 157 შემთხვევა გამოვლინდა.

სულ გარდაცვლილია 1 441 ადამიანი. განიკურნა - 1, 966.

14 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში acovid-19 154 180 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5 798, გამოჯანმრთელდა - 74 261

________________________________________________________________________

ახალი კორონავირუსი COVID-19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. COVID-19 მსოფლიოს 149 ქვეყანაშია გავრცელებული.

WHO-მ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, "გავრცელებისა და სიმძიმის შემაშფოთებელი დონისა და შემაშფოთებელი უმოქმედობის" მიზეზებით.

COVID-19 ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ სითხეებით, რომლებიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა. ვირუსის სიმპტომებია: სხეულის მომატებული ტემპერატურა; სუნთქვის გაძნელება; დაღლილობა; მშრალი ხველა; ცხვირის დაგუბება; სურდო; დიარეა.

ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს: ხელები ხშირად დავიბანოთ, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში; ხელების დაბანამდე არ შევეხოთ სახეს, ცხვირს, ტუჩებს, თვალებს; დეზინფექციისთვის გამოვიყენოთ სამედიცინო სპირტი ან სხვა სითხეები, რომელთა შემცველობის 70% ან მეტი სპირტია. მოვერდოთ თავშეყრის ადგილებს, საჯარო სივრცეებში ყოფნას; იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი გვქონდა ინფიცირებულთან ან სავარაუდო ინფიცირებულ ადამიანთან, 2 კვირის განმავლობაში დავრჩეთ თვითიზოლაციაში.

NCDC-მ და საქართველოს მთავრობამ დააწესა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში შემდეგი 8 ქვეყნიდან შემოვლენ: ჩინეთიდან; სამხრეთ კორეიდან; ირანიდან; იტალიიდან; საფრანგეთიდან; გერმანიიდან; ესპანეთიდან; ავსტრიიდან;

კომენტარები