კორონავირუსი

ისრაელში კორონავირუსის გამო კაფეები, რესტორნები და კინოთეატრები დაიხურება

Washington Institute

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელში ყველა კაფე, რესტორანი და კინოთეატრი დაიხურება

"ჩვენ, როგორც მთავრობამ და როგორც მოქალაქეებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავინფიცირდეთ და სხვა არ დავაინფიციროთ", - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.  

ნეთანიაჰუს თქმით, სურსათის მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები და აფთიაქები მუშაობას განაგრძობენ.  

პრემიერმინისტრმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დარჩნენ სახლში და დისტანციურად იმუშაონ, თუ ამის საშუალება აქვთ.  

ისრაელში კორონავირუსის 178 შემთხვევაა დაფიქსირებული - 35 ბოლო 24 საათის განმავლობაში. გამოჯანმრთელდა 4 პირი.

დღეს, 15 მარტს, კინოთეატრების, რესტორნებისა და კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთმაც.

კომენტარები