ამინდის პროგნოზი

წვიმა, ნისლი, ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება 18 მარტამდე

0 კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 15 მარტს, დღის ბოლოდან 18 მარტამდე ამინდი გაუარესდება.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები