ფორსაჟი 9

კორონავირუსის გამო ფორსაჟის მეცხრე ნაწილის პრემიერა ერთი წლით გადაიდო

კორონავორუსის გამო Fast & Furious 9-ის პრემიერა ერთი წლით გადაიდო. Universal Pictures-ის 12 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფილმის პრემიერა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო. 

ფილმის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე წერილიც გამოქვეყნდა, სადაც ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. 

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ზოგი თქვენგანი იმედგაცრუებულია, ყველას უსაფრთხოებისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩვენი გლობალური ოჯახი საშუალებას გვაძლევს ეს ეტაპი ერთად გავიაროთ. მომავალ ზაფხულს შევხდებით"- ვკითხულობთ წერილში. 

Fast & Furious 9-ის ფრაგმენტის გადაღებები თბილისში 1 თვის განმავლობაში, აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა. ფილმის ტრეილერში საქართველოში გადაღებული რამდენიმე კადრიც მოხვდა.

კომენტარები