კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში თავის სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად მოაწყობს

კორონავირუსის გამო კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროებს სამედიცინო სამსახურებს დაუთმობს, რათა მათ უფასო საავადმყოფოები მოაწყონ.  

ამასთან ერთად, ფეხბურთელი მედპერსონალს თავად აუნაზღაურებს ხელფასებს. 

35 წლის რონალდო თვითიზოლაციაში იმყოფება კუნძულ მადეირაზე. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც მის თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის სერია A, Covid-19-ის გავრცელების გამო შეჩერებულია.

კომენტარები