საგარეო უწყება საქართველოს მიმართულებით ფრენების განრიგს აქვეყნებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიმართულებით ფრენების განრიგს აქვეყნებს.

15 მარტის განრიგი ასეთია:

ფრენები თბილისის მიმართულებით:


ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფრენები ქუთაისის მიმართულებით:


ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფრენები ბათუმის მიმართულებით:

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

უწყება აცხადებს, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.

"ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები", - აცხადებს უწყება.

მათივე განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: +995 32 294 5050

კომენტარები