ტერორიზმი

ISIS-ი ტერორისტებს მოუწოდებს კორონავირუსის გამო ევროპაში ჯიჰადის წარმოებისგან თავი შეიკავონ

ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფო (ISIS) ტერორისტებს მოუწოდებს კორონავირუსის გამო ევროპის ქალაქებში ჯიჰადის წარმოებისაგან თავი შეიკავონ.

"შარიათის მითითებები" დაჯგუფების ბიულეტენ ალ-ნაბაში გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post წერს.

"შარიათის მითითებებში" დაჯგუფების წევრებს მოუწოდებენ არ შევიდნენ იმ მიწებზე, სადაც ეპიდემიაა, რათა არ დაავადდნენ, ხოლო მათ, ვინც უკვე ინფიცირებულია, მოუწოდებენ დარჩნენ ევროპაში და ეპიდემია გაავრცელონ.

"ჯანმრთელები არ უნდა შევიდნენ ეპიდემიის მიწაზე და დაავადებულებმა არ უნდა დატოვონ ის." ნათქვამია ბიულეტენში.

დაჯგუფება ტერორისტებს მოუწოდებს ხელები ხშირად დაიბანონ და დაავადებულებს ისე გაექცნენ, "როგორც ლომს გაურბიან". მათ ასევე გამოაქვეყნეს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა აირიდონ ჯიჰადისტებმა თავიდან კორონავირუსით დაავადება. ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ისინი ღმერთს უნდა მიენდონ, რადგან ვირუსი თავად არ ირჩევს სამიზნეს, ის ადამიანს ღმერთის გადაწყვეტილებით ემართება.

ერაყში, სადაც ტერორისტული დაჯგუფების ფრაგმენტების უმეტესი ნაწილია შემორჩენილი, კორონავირუსის 110 შემთხვევა არის დაფიქსირებული. დაიღუპა 10 ადამიანი.

კომენტარები