ისრაელი

კორონავირუსის გამო ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი ორი თვით გადაიდო

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი კორონავირუსის გამო ორი თვით გადაიდო. პროცესი 17 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 24 მაისამდე გადაიდო.

ისრაელში ამჟამად ახალი კორონავირუსის 193 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ვირუსის გავრცელებისათვის ხელის შესაშლელად ისრაელში ყველა კაფე, რესტორანი და კინოთეატრი დაიხურა.

თავად ნეთანიაჰუს სიფრთხილის მიზნით კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. ტესტის შედეგი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა პრემიერმინისტრის ოფისის მიხედვით ტესტის ჩატარებამდე მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელს გაგრძელედეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა პოსტი დატოვოს. მას მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2 მარტს ისრეალში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება კვლავ ვერცერთმა ძალამ ვერ შეძლო. ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიას და მის მოკავშირეებს უმრავლესობის მოპოვებამდე ქნესეთში 2 ადგილი დააკლდა. ჯერ-ჯერობით პრემიერმინისტრის პოსტს კვლავ ნეთანიაჰუ იკავებს და ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსაც სწორედ ის ხელმძღვანელობს.

კომენტარები