საფრანგეთი

საფრანგეთის მთავრობა მზადაა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ათობით მილიარდი ევრო გამოყოს

ბრუნო ლე მაირი
Reuters

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისთან გასამკლავებლად საფრანგეთის მთავრობა მზადაა კომპანიების დახმარებისათვის ათობით მილიარდი ევრო გამოყოს.

"საჭირო თანხა იქნება. სახელმწიფო მათ ბოლომდე გვერდში უდგათ. ეკონომიკური აქტორები გასაჭირში არიან. სახელმწიფო ყველას დაეხმარება ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში და ეს ათობით მილიარდი ევრო დაჯდება." თქვა მან.

პარიზში უკვე დაიწყო სხვადასხვა ზომების მიღება, მათ შორის საშემოსავლო გადასახადების გადავადება, იმ კომპანიებისათვის კომპენსაციის მიცემა, რომლებიც იძულებული გახდნენ დასაქმებულთათვის სამუშაო დრო შეემცირებინათ და სხვა.

ლე მაირის თქმით სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბანკების მიერ კომპანიებისათვის საჭირო სესხების გაცემა და უახლოეს მომავალში მათ დასახმარებლად ახალი ზომების შესახებ გამოაცხადებენ.

გარეთ Les Echos-ის მიხედვით მთავრობა მზადაა ჯამში 30-დან 40 მილიარდ ევრომდე გამოყოს. ფინანსთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ზარალის და შესაბამისად საჭირო დახმარების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისი, ამიტომ ზუსტი ციფრები ამ დროისთვის უცნობია.

საფრანგეთში ამჟამად 4,481 ადამიანი ინფიცირებული. დაიღუპა 91 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 12. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, მუზეუმები, რესტორნები და კლუბები.

კომენტარები