ნარკოდანაშაული

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

0 კომენტარი

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის, სამი - ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.

"პოლიციამ, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" და 33 აბი "მეტადონი" (მარილი).

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რამდენჯერმე განხორციელდა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები