კორონავირუსი

თურქეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

Johns Hopkins Medicine

თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, თურქეთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.

გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

კომენტარები