ოლგა კურილენკო

მსახიობ ოლგა კურილენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

WION

მსახიობ ოლგა კურილენკოს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ინფორმაცია მსახიობმა სოციალური ქსელის Instagram გვერდზე გამოაქვეყნა.

"მას შემდეგ რაც კორონავირუსი დამიდგინდა, სახლში, თვითიზოლაციაში ვიმყოფები. თითქმის ერთი კვირაა ავად ვარ. სიცხე და სისუსტე ჩემი მთავარი სიმპტომებია. თავს გაუფრთხილდით და სერიოზულად მოეკიდეთ საკითხს,"-წერს მსახიობი.

კურილენკო მოსკოვში დაიბადა, 16 წლის ასაკში პარიზში გადავიდა და სამოდელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2005 წლიდან მისი სამსახიობო კარიერა იწყება. 2008 წელს მან ფილმში Quantum of Solace "ბონდის გოგონას" როლი შეასრულა. 

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 170,787 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 77,840 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 6,530.

რაც შეეხება საქართველოს, 16 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები