ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 853-მდე გაიზარდა

WLFI

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 129 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულ პირთა რიცხვი 1,053-ით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ ირანში კორონავირუსით 14,991 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 4,590 პირი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდგინდა, მათგან ერთი, პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

16 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 173,051 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 77,783, ხოლო 6,664 გარდაიცვალა.

კომენტარები