ლარის გაუფასურება

ისტორიული ანტირეკორდი - 1 დოლარის ოფიციალური კურსი 3.01 ლარია

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 1.76 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.63 თეთრით გაუფასურდა. 

16 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0118 ლარია - ეს მორიგი ისტორიული ანტირეკორდია - დოლარის ოფიციალური კურსი სამ ლარს პირველად გადაცდა. აქამდე, აშშ დოლარი ყველაზე ძვირი 2019 წლის სექტემბერში, 2.9808 ღირდა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.3684 ლარია. 

ბოლო ათ დღეში ლარი დოლართან მიმართებით 23 თეთრით, ხოლო ევროსთან - 26 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის გაცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა "მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა". სებ-მა ლარის გასამყარებლად 13 მარტს სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა.

პრემიერმინიმისტრი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.

კომენტარები