GOT-ის მსახიობს, კრისტოფერ ჰივიუს, კორონავირუსი დაუდგინდა

variety.com

Game Of Thrones-ის მსახიობს, კრისტოფერ ჰივიუს, რომელიც სერიალში ტორმუნდის როლს ასრულებდა ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა.

მსახიობის თქმით, ის ნორვეგიაში ოჯახთან ერთად თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფება.

"ყველას დაჟინებით მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით თავს, დაიბანეთ ხელები, დაიცავით დისტანცია ადამიანებთან, გააკეთეთ ყველაფერი, რათა შეჩერდეს ვირუსის გავრცელება. ერთად შეგვიძლია ვერბძოლოთ ამ ვირუსს და თავიდან ავიცილოთ საავადმყოფოებში [შესაძლო] კრიზისი. გაუფრთხილდით ერთმანეთს...", - წერს მსახიობი.

 

კომენტარები