საბერძნეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო ქვეყანაში ყველა რელიგიური მსახურება შეაჩერა

საბერძნეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 30 მარტამდე ქვეყანაში ყველა რელიგიური მსახურების შეჩერების თაობაზე.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ტვიტერზე დაწერა. მისივე თქმით ეკლესიები ღია იქნება იდივიდუალური მომლოცველებისთვის.

"მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭიროა ნათელი გადაწყვეტილებები." წერს ის.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებამდე საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კვირის გარდა ყველა სხვა დღის ლიტურგია დროებით შეაჩერა. ასევე დროებით შეჩერებულია ნათლობები და ჯვრისწერები.

"თუ ეს გადაუდებელია, მხოლოდ ადამიანების მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. დაკრძალვებს დაესწრებიან მხოლოდ ოჯახის წევრები." ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

საბერძნეთში ახალი კორონავირუსით დაავადების 352 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 4 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8.

კომენტარები