ხელფასები

საქსტატი: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარი იყო.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1202 ლარს შეადგენდა.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდა თითქმის ყველა დარგში შეინიშნებოდა.

კაცების საშუალო ხელფასი 2019 წლის მეოთხე კვარტალში 1 593.2 ლარი იყო, ხოლო ქალების 1 018.5 ლარი.

ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი, საქსტატის მიხედვით, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში იყო და 2 216.3 ლარს შეადგენდა. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში საშუალო ხელფასი 2 071.3 ლარი იყო, ხოლო მშენებლობის სექტორში - 2 037.1 ლარი.

კომენტარები