ანტიპრემიის ოქროს ჟოლო(Golden Raspberry Awards) დაჯილდოება ახალი კორონავირუსის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა. გასული წლის ყველაზე ცუდ ფილმად Cats დასახელდა. სურათმა ჯილდოს მოპოვება კიდევ ხუთ ნომინაციაში შეძლო.
წარმოგიდგენთ 2020 წლის ოქროს ჟოლოს გამარჯვებულებს:
ყველაზე ცუდი ფილმი:
Cats
ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი:
ჯონ ტრავოლტა (The Fanatic)
ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი:
ჰილარი დაფი (The Haunting of Sharon Tate)
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი:
ჯეიმს კორდენი (Cats)
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი:
რებელ უილსონი (Cats)
ყველაზე ცუდი რეჟისორი:
ტომ ჰუპერი (Cats)
ყველაზე ცუდი სამსახიობო დასი:
Cats
ყველაზე ცუდი პრიქველი, რიმეიქი ან სიქველი:
Rambo: Last Blood
ყველაზე ცუდი სცენარი:
Cats
ადამიანის ცხოვრებისა და საზოგადოების საკუთრების ყველაზე დიდი უგულებელყოფა:
Rambo: Last Blood
დანაშაულის გამოსყიდვის ჯილდო:
ედი მერფი (Dolemite Is My Name)
ანტიპრემია, რომელიც ყოველწლიურად ყველაზე ცუდ ფილმს ავლენს 1981 წელს დაარსდა. დაჯილდოების რეკორდსმენი სილვესტერ სტალონეა, მას 15 ნომინაცია და 4 გამარჯვება აქვს.