კორონავირუსი

კორონავირუსის გამო, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. მისი თქმით, "ეს იყო გავრცელების ყველაზე დიდი კერა" და "ეპიდემიოლოგების შეფასებით, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია". მანვე აღნიშნა, რომ მეტრო და ავტობუსები მუშაობას განაგრძობენ, თუმცა, მათ ევალებათ, ყოველდღიურად ატარონ დეზინფექცია. 

გიორგი გახარიამ თქვა, რომ სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპაცენტრების მუშაობა.

"გამოწვევები იზრდება, მოქალაქეების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი, ეს არის მთავარი ამოცანა. ვირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ" - თქვა გიორგი გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ "არ არის არავითარი პანიკის საფუძველი".

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 34 შემთხვაა დადასტურებული.

კომენტარები