რეალითი შოუ

გერმანული რეალითი შოუს მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იციან

0 კომენტარი
ფოტო: Entertainment Weekly

გერმანული რეალითი შოუს Big Brother მონაწილეებმა ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იციან. 

პროექტი 6 თებერვალს დაიწყო, როდესაც კორონავირუსი მასიურად მხოლოდ ვუჰანის პროვინციაში იყო გავრცელებული. შოუს თოთხმეტი მონაწილე შოკისმომგვრელ ახალ ამბავს ხუთშაბათს საღამოს გაიგებს. 

Big Brother ჰოლანდიური პროექტია, რომელიც ეთერში პირველად 1999 წელს გავიდა. 2001 წელს შოუს ამერიკული ანალოგის პროდიუსერებმა 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს რამდენიმე დღის დაგვიანებით შეატყობინეს.

გერმანიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 7,272 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 10. გარდაიცვალა 17 ადამიანი.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები