ახალი კორონავირუსი

საპატრიარქოს წარმომადგენლები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

საპატრიარქოს წარმომადგენლები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ თქვა, ამ ფორმით ისინი უფალს დახმარებას სთხოვენ, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოება შევიკრიბეთ, რომ მთელი ქალაქი ეკურთხოს. ვხედავთ, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ეს სენი როგორ ვრცელდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ლოცვა ჩაატაროს. თქვენ გესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანია წყალკურთხევის ლოცვა, როგორ შინაარსს შეიცავს ეს ლოცვა და ლოცვის შემდეგ მთელი ქალაქი იკურთხება დღევანდელ დღეს. მოძღვრები სამ ნაწილად გავიყოფით და ყველა უბანში მივალთ, სადაც ეს ნაკურთხი წყალი ესხურება. ჩვენ შევთხოვთ მაღალ ღმერთს, რომ დაიფაროს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა”, - თქვა მან, ინტერპრესნიუსის ცნობით.

საქართველოს საპატრიარქო კვლავ უარს ამბობს, დროებით შეაჩეროს წირვა -ლოცვა, მიუხედავად იმისა, ტაძრები ხალხმრავალი თავშეყრის ადგილია. ასევე უარს ამბობს, შეცვალოს ზიარების წესი და ის ერთჯერადი კოვზით ჩაატაროს. ეკლესია საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მხოლოდ ზიარების შემდგომი მისაყოლებლის, მიღებას დათანხმდა

მკაფიო მითითებებს მათ არც მთავრობა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრტი აძლევენ.

გიორგი გახარიამ დღეს ტაბულას კითხვის პასუხად თქვა:

"მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაცია დახურულ სივრცეში დიდი ღონისძიებების არგამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, უამრავი ტრადიცია გაგვაჩნია. ამ ტრადიციების აღსრულებაში რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავავრძელებთ. თუმცა, იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როცა შეგვიძლია, ამ სფეროში გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ

საქართველოში დღეის, 17 მარტის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა არის გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია - 1008, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები