ციანიდის საქმე

დეკანოზ მამალაძეს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა

რადიო ფორტუნა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.

დეკანოზისათვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადვოკატებმა მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიმართეს. ოჯახის წევრების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ითხოვდნენ, რომ დეკანოზს მიეცეს მკურნალობის საშუალება და შემდეგ გააგრძელოს სასჯელის მოხდა. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

 

კომენტარები