კალაძე: ხვალიდან ავტობუსებში მძღოლის სივრცე გამოიყოფა, კონდუქტორები მუშაობას შეაჩერებენ

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ხვალიდან ავტობუსებში მძღოლის სივრცე გამოიყოფა ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან, ხოლო კონდუქტორები მუშაობას დროებით შეაჩერებენ.

კალაძის თქმით, მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. 

"ეს აუცილებელი ღონისძიებაა ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის," - თქვა კალაძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ მუშაობის შეწყვეტა კონდუქტორების სახელფასო ანაზღაურებას არ შეაფერხებს და ყველა უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს. 

ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ სახალხო თავშეყრის ადგილებს და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქუჩაში გადაადგილებას.

კომენტარები