Pornhub პრემიუმ ვიდეოებზე უფასო წვდომას ფრანგებსაც სთავაზობს

იმ ფონზე, როცა კორონავირუსის გამო ადამიანებს მსოფლიოს გარშემო სახლში უწევთ დარჩენა, Pornhub სხვადასხვა ქვეყნებში მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს პრემიუმ სერვისს.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში კარანტინი გახანგრძლივდა, Pornhub-მა 17 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში ფრანგებს უფასო წვდომა მისცა პრემიუმ ვიდეოებზე.

პირველი ქვეყანა, სადაც Pornhub-მა უფასო წვდომა ჩართო, იტალია იყო.

როგორც Pornhub-ის განცხადებაშია ნათქვამი, გარდა იმისა, რომ საფრანგეთში პრემიუმ სერვისი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უფასო იქნება, ამ დროში მიღებული შემოსავლები ვებ-გვერდის მოდელებს გადაერიცხებათ.

ამ დროისათვის საფრანგეთში კორონავირუსის 6 633 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 148 კი გარდაიცვალა.

კომენტარები