ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა

REUTERS

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლაების 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირდა 1,178 ადამიანი.

17 მარტის მონაცემებით, სულ ირანში კორონავირუსით ინფიცირების 16,169 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 988 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 186,678 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 80,836 პირი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 7,471 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები