კალაძე: რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაზე ჯერ არ გვისაუბრია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსებთან დაკავშირებული შეზღუდვა ქალაქთშორის გადაადგილებასაც ეხება. კითხვაზე, თუ რას სთავაზობენ რუსთავში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში მუშაობენ და ყოველდღიურად უწევთ ჩამოსვლა, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. 

"მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან. სამსახურებთან დაკავშირებითაც იყო გაცემული რეკომენდაციები, უნდა იყოს დისტანციური მუშაობა" - ამბობს კალაძე. 

რაც შეეხება, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, კახა კალაძის თქმით "ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა."

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. ასევე ხვალიდან, ავტობუსებში მძღოლის სივრცე გამოიყოფა ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან, ხოლო კონდუქტორები მუშაობას დროებით შეაჩერებენ.

კომენტარები