ლედი გაგა

"თქვენ გაიგებთ ტკივილს ჩემს ხმასა და ტექსტებში" - ლედი გაგამ ახალ ალბომზე ისაუბრა

0 კომენტარი
ფოტო: NME.com

ლედი გაგამ ჟურნალ Paper-თან თავის ახალ ალბომზე "Chromatica"-ზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ქრონიკულ ტკივილებთან გამკვლავებაში დაეხმარა.

33 წლის ამერიკელ მომღერალს ქრონიკული დაავადება ფიბრომიალგია აქვს, რაც სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილს იწვევს.

"მე ვიწყებდი დღეს ძალიან ცუდად და ვასრულებდი ცეკვით, ვიყურებოდი სარკეში, ჩემს მოძრაობებს ვხვეწდი, ვვარჯიშობდი სიმღერაში. ყოველი დღე განმანათლებელი ხასიათის იყო, ეს სულ ხდებოდა.

ზოგიერთი დღე უარესია, ზოგი არა. თუმცა, იცით რა შემიძლია ვქნა? შემიძლია ვუთხრა საკუთარ თავს - "ჩემი ხელები მუშაობენ, ჩემი მხრები მუშაობენ, ჩემი ფეხებიც, მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია. ჩემი ზურგი, ტვინი, გული მუშაობს. მე შემიძლია ვისუნთქო, ფილტვებიც მუშაობენ". შენ უნდა იყო მადლიერი იმით, რაც შეგიძლია რომ ქნა. თქვენ გაიგებთ ჩემს ტკივილს ხმასა და ტექსტებში", - თქვა მან.

ლედი გაგას თქმით, მას ახალი ალბომით ფანებისთვის იმის შეხსენება სურს, რომ მიუხედავად ტკივილისა და სევდისა, ყოველთვის შეიძლება ნათელი მხარის პოვნა და ბედნიერად ყოფნა.

"მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა შევძლო სამყაროს აცეკვება და გაღიმება. მინდა ისეთი რამ შევქმნა, რაც ადამიანებს გაართობს, თუნდაც მათთვის ყველაზე სევდიან მომენტებში. ამასთან ერთად, მე არ ვიძახი, რომ ყველაფერი კარგად არის. ასე არ არის, მუდმივად ბრძოლაში ვარ, ყოველთვის ვმუშაობ საკუთარ თავზე. მე მაქვს კარგი დღეები, მაქვს ცუდი დღეები. ამიტომ, თუ გტკივათ და ამ მუსიკას უსმენთ, იცოდეთ, რომ ვიცი რა არის ტკივილი", - თქვა მომღერალმა.

ლედი გაგას მეექსვე სტუდიური ალბომი 10 აპრილს გამოვა. მანამდე, მომღერალმა ალბომის ერთ-ერთი სინგლი "Stupid Love" წინასწარ გაავრცელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები