18 მარტიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით მუშაობას წყვეტს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

18 მარტიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრების მომსახურებას დროებით წყვეტს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებითმ, კორონავირუსის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება.

"აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა", - წერია განცხადებაში.

თბილისში 18 მარტიდან ასევე შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება.

საქართველოში დღეის, 17 მარტის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა არის გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია - 1008, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

კომენტარები