მატრიცა

ახალი მატრიცას გადაღებები კორონავირუსის გამო შეჩერდა

Cinematographe

ბერლინში დებმა ვაჩოვსკებმა მატრიცის მეოთხე ნაწილზე მუშაობა ახალი კორონავირუსის გამო შეაჩერეს. გადამღებ ჯგუფსა და მსახიობებს ვირუსით ინფიცირება არ უდასტურდებათ. რამდენ ხანში განახლდება ბლოკბასტერის გადაღებები ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი მატრიცის სიუჟეტის დეტალები გასაიდუმლოებულია. ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი, ქერი-ენ მოსი და ჯადა პინკეტ-სმიტი. 

ფილმის პრემიერა 2021 წლის მაისშია დაგეგმილი.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 188,051 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 81,001 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 7,479.

რაც შეეხება საქართველოს, 17 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 35 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები