აფგან მუხთარლის საქმე

აფგან მუხთარლი გაამართლეს და ციხიდან გაათავისუფლეს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წლის 31 მაისს თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს და დააპატიმრეს, თავისუფალია. ის წარდგენილ ბრალში ბაქოს სასამართლომ გაათავისუფლა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მისმა ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ ფეისბუქზე ადწერა:

"ციხეში კვლავ რჩება 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი". 

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედებოდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს თავი 2015 წელს შეაფარა. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

მუხთარლი ამბობდა, რომ რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და ამის უფლება მათ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

კომენტარები