კორონავირუსი

საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

0 კომენტარი

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდება, კერძოდ:

მათ ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ე.წ მიწოდების სერვისების გზით; 

იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება;

მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული შემდეგი პირობები:

  • სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმები;
  • პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;
  • ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;
  • ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;
  • ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  • სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);

მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  • პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
  • სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  • სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები