კარანტინი

კანონპროექტი: კარანტინის ან თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 3000 ლარით დაჯარიმდებიან

University of Michigan News

კარანტინის ან თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან. შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და კანონპროექტი დარეგისტრირებულია. 

ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

ცვლილება შედის ასევე სისხლის სამართლის კოდექსშიც. კარანტინის ან თვითიზოლაციის წესის განმეორებით დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი. 1321. კარანტინის წესის დარღვევა

კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.


ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

კომენტარები