ევროკავშირი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 30 დღით კეტავს

Getty Images

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდნენ 30 დღით შეზღუდონ შესვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს. ანგელა მერკელის თქმით, გერმანია აღნიშნულ ზომებს დაუყოვნებლივ მიიღებს. დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეებს გერმანიაში შესვლა სატრანზიტო წესით შეეძლებათ. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

წესი ვრცელდება დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტეინის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვეიცარიის მოქალაქეებზეც. ევროკავშირის მოქალაქეების გარდა, გერმანიის ტერიტორიაზე სატრანზიტო წესით გადაადგილება შეეძლებათ ევროკავშირში ბინადრობის უფლებისა და ხანგრძლივი ვიზის მქონე ადამიანებსაც. 

რაც შეეხება პირებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ მათ გერმანიის ტეროტორიაზე შესვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეეძლებათ - მაგალითად ოჯახის წევრის დაკრძალვა და ან, სასამართლოს უწყება. აღნიშნულმა პირებმა შესაბიმისი დოკუმენტები/მტკიცებულებები საზღვარზევე უნდა წარადგინონ, წინააღდმეგ შემთხვევაში მათ ქვეყანაში არ შეუშვებენ. 

ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის შემთხვევები ევროპის კონტინენტის უკლებლივ ყველა ქვეყანაშია გამოვლენილი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც Covid-19-ის 31 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 2,504 ადამიანი. 

ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით სულ 179 ათასი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 7,121

კომენტარები